Belive

მამუკელაშვილის 15 და ბითაძის 4 ქულა | ტორონტომ ისევ მოიგო, ორლანდო კი დამარცხდა

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მერვე შეხვედრებში, ტორონტო რაპტორსმა საკუთარ არენაზე მილუოკი ბაქსი მიიღო და 128:100 დაამარცხა, ხოლო ორლანდო მეჯიქმა სტუმრად ატლანტა ჰოუკსთან 127:112 წააგო.

მამუკელაშვილის რაპტორსი კარგ ფორმაში შევიდა და უკვე ზედიზედ მესამე მოგება გაიფორმა, საერთო ბალანსი კი 4:4-ზე აქვს. განსხვავებულ სიტუაციაშია ორლანდო, ბითაძის კლუბს 3 მოგება და 5 მარცხი აქვს.

სანდრო მამუკელაშვილმა, მილუოკის წინააღმდეგ, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - ქართველმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, დააგროვა 15 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ერთხელ ჩაუჭრა მეტოქეს ბურთი. სანდრომ 3 ორქულიანი და 3 სამქულიანი ჩააგდო (ორქულიანი 7 მცდელობიდან, 3-იანი 5 მცდელობიდან). მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი (+28) იყო.

გოგა ბითაძემ ატლანტას წინააღმდეგ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა - მას 100%-იანი მაჩვენებლები ჰქონდა, მაგრამ ფარს მხოლოდ ერთხელ შეუტია. ქართველის ანგარიშზე 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. ბითაძემ 2 ქულა სამწამიანიდან აიღო, 2 საჯარიმო ტყორცნიდან კი ორივე ზუსტად შეასრულა.

3 დღეში ორლანდო ბოსტონ სელტიკსს მიიღებს, ტორონტო რაპტორსი კი ორლანდოს დამმარცხებელ ატლანტას შეხვდება.

სხვა სტატიები