Belive

მსოფლიო ჩემპიონატის Top 30 ვარსკვლავი - თორნიკე შენგელია მეთხუთმეტეა

8 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, ფიბას ვებგვერდი ტურნირის გამორჩეული მოთამაშეების სიას აქვეყნებს.

ფიბამ Top 30-დან 20 კალათბურთელი უკვე დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც მოხვდა:

,,თოკოს, მას შემდეგ, რაც მხრის მძიმე ტრავმის გამო ევრობასკეტზე ვერ ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მშვენიერი დებიუტი ელის.

ის ფაქტი, რომ შენგელია გუნდისთვის ქულების მომტანია, ხშირად ჩრდილავს მის როლს ,,ფოინთ ფორვარდის'' პოზიციაზე.'' - წერს ფიბა.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ზუროსის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატის Top 20 (30-11) ვარსკვლავი ფიბას ვერსიით (Top ათეული ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა):

30. კოსტას პაპანიკოლაუ (საბერძნეთი)

29. იუტა ვატანაბე (იაპონია)

28. ხუანჩო ერნანგომესი (ესპანეთი)

27. კაილ ანდერსონი (ჩინეთი)

26. ჯარენ ჯექსონი (აშშ)

25. ჯოშ გიდი (ავსტრალია)

24. მარსელინიო უერტასი (ბრაზილია)

23. მიკალ ბრიჯესი (აშშ)

22. ჯორდან კლარქსონი (ფილიპინები)

21. ვალტერ ტავარეში (კაბო ვერდე)

20. ვილი ერნანგომესი (ესპანეთი)

19. ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო)

18. იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა)

17. არ ჯეი ბარეტი (კანადა)

16. ევან ფურნიე (საფრანგეთი)

15. თორნიკე შენგელია (საქართველო)

14. ფრანც ვანგერი (გერმანია)

13. რუდი გობერი (საფრანგეთი)

12. სიმონე ფონტეკიო (იტალია)

11. ბრენდონ ინგრემი (აშშ)

სხვა სტატიები