Belive

სან ანტონიოში მამუკელაშვილის დებიუტი შედგა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირება შედგა. "AT&T Center"-ში გამართული ტეხასური დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, 110:122 დასრულდა.

NBA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც გახლდათ საინტერესო, რომ "სან ანტონიოს" რიგებში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 6 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მამუმ 2-დან 2 ზუსტი სამქულიანი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ "მილუოკისთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მამუკელაშვილი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა, რაშიც ყოფილი გუნდიც აქტიურად დაეხმარა. "ბაქსთან" დამშვიდობების შემდეგ, მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსს" შეუერთდა, რომელსაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი წვრთნის.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები