Belive

სან ანტონიო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო მიეცა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" 112:102 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მხოლოდ 39 წამი ითამაშა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა იყო, მან 27 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

"გოლდენ სტეიტის" რიგებიდან 22 ქულა ჰქონდა ჯონათან კუმინგას.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 14 მოგებით და 51 მარცხით ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის გუნდი "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 13 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები