სან ანტონიოს მორიგი მარცხი | მამუკელაშვილს ისევ არ უთამაშია
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ დაპირისპირებაში სან ანტონიო "სპურსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" დამარცხდა. ტეხასურმა გუნდმა 6 ქულიანი სხვაობით 118:112 წააგო და ეს მათთვის ზედიზედ მე-11 მარცხია, სულ წაგებული აქვთ ამ სეზონში 13 მატჩი, ჩატარებულ 16 შეხვედრაში.
სანდრო მამუკელაშვილს არც ამჯერად უთამაშია, ქართველი კალათბურთელი სათადარიგო სკამზე იყო და არცერთი წამით სათამაშო დრო არ მისცემია.
სხვა კალათბურთელების შედეგებს რაც შეეხება, საუკეთესო მექულე მატჩში 36 ქულით სტეფ კარი გახდა, სან ანტონიოს რიგებიდან ყველაზე შედეგიანი მატჩი დევინ ვასელს ჰქონდა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა, ასევე კარგი მატჩი ჰქონდა "სპურსიდან" კელდონ ჯონსონს, მან ორმაგი დუბლი შეასრულა, 22 ქულით, 12 მოხსნით.