Belive

NBA-ში ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდი დამარცხდა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ჰიუსტონ როკეტსთან" 97:84 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ 12:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

ყველაზე მეტი 25 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 20 ქულა ჰქონდა ჯაბარი სმიტს.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 მოგებით და 36 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 14 მარტს "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

დღეს, მეორე ქართველი, სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო"-მაც ითამაშა და "დალას მავერიქსთან" 133:129 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 10:12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ყველაზე მეტი 29 ქულა ჰარისონ ბარნსმა ჩააგდო, თანაბარი 28-28 ქულა სპენსერ დინვიდიმ კელდონ ჯონსონმა დააგროვეს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით და 37 მარცხით მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 13 მარტს, კვლავ "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები