Belive

სან ანტონიომ წააგო | მამუკელაშვილი 2 წუთი ათამაშეს

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარულ სეზონში მხოლოდ 2 გუნდი თამაშობს იმაზე ცუდად, ვიდრე "სან ანტონიო სპურსი". მამუკელაშვილის გუნდმა საკუტარ არენაზე "იუტა ჯაზი" მიიღო და მეტოქსთან 118:130 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი პარკეტზე მხოლოდ მაშინ შემოვიდა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ 2 წუთი დაეთმო. სანდრომ ერთხელ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაური მარკანენი იყო, რომელმაც 31 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა თავი და იუტას გამარჯვებაში მთავარი როლი მიიღო. ჯორდან კლაკსონს 24 ქულა და 8 პასი, ხოლო კოლის სექსტონს 20 ქულა ჰქონდა. სექსტონმა მეორე ტაიმის საწყის წუთებზე 360-გრადუსიანი დანკი შეასრულა.

სან ანტონიოდან კელდონ ჯონსონის გამორჩევა შეიძლება, რომელმაც 26 ქულა დააგროვა, ვესელმა თამაში 22 ქულით, ვემბანიამამ კი 15 ქულით დაასრულა.

ჩვენ არ ვართ თანმიმდევრულები არც შეტევაში, არც დაცვაში. ვჩქარობთ, რადგან გუნდი საკმარისად მომწიფებული არაა. NBA-ში თამაშის მოგება ძალიან რთულია და ეს თანმიმდევრულობას მოითხოვს - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გრეგ პოპოვიჩმა

სან ანტონიოსთვის კარგი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ გასული 3 თამაშიდან 2-ის გამოტოვების შემდეგ გუნდს ვემბანიამა დაუბრუნდა, მას მარჯვენა ტერფის ტრავმა აწუხებდა.

სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზეა 25 წაგებით. საერთოდ კი, ბოლო 24 შეხვედრაში. მხოლოდ 1 მოიგეს "ლეიკერსის" წინააღმდეგ.

შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები