სან ანტონიომ ჩიკაგოსთან წააგო | სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთამდე ითამაშა
ვიქტორ ვემბანიამას გარეშე მოთამაშე ,,სან ანტონიო სპურსი'' საკუთარ არენაზე ,,ჩიკაგო ბულსთან'' 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:139 დამარცხდა.
ზედიზედ ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ, 6 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 4 ქულა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
,,სპურსის'' რიგებში 28 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით კელდონ ჯონსონი გამოირჩა. ,,ჩიკაგოს'' კი 39 ქულით, 8 მოხსნით, 5 პასითა და 1 ჩაჭრით ნიკოლა ვუჩევიჩმა ულიდერა. სამმაგი დუბლი გაიფორმა აიო დოსუნმუმ - 27 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა და 3 ჩაჭრა.
,,სან ანტონიო სპურსი'' 11 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-11 პოზიციაზეა. მამუკელაშვილის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 7 დეკემბერს, ,,საკრამენტო კინგსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Final from Frost Bank Center! @FrostBank | #sponsored pic.twitter.com/3KrijwUvLI
— San Antonio Spurs (@spurs) December 6, 2024