Belive

სან ანტონიომ ლეიკერსი დაამარცხა | მამუკელაშვილმა მხოლოდ 2 წუთი ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში სან ანტონიომ მეოთხე თამაშის მოგება მოახერხა, პოპოვიჩის გუნდმა ლეიკერსი 129:115 დაამარცა. მხოლოდ წუთი და 50 წამი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ერთხელ გაუშვა ბურთი პერიმეტრიდან და ზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშე სან ანტონიოს ფორვარდი, დევინ ვესელი იყო, რომელმაც გუნდს 36 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. შესანიშნავი თამაში ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამასაც, ფრანგმა 13 ქულა, 15 მოხსნა, 5 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

ლეიკერსის რიგებში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, "მეფემ" 35 წუთი ითამაშა და ამ დროში 23 ქულა, 7 მოხსნა და 14 პასი დააგროვა.

სან ანტონიოსთვის 24-ე ჩატარებულ შეხვედრაში ეს მხოლოდ მე-4 გამარჯვება იყო, სპურსი დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზეა.

შეხვედრის მიმოხილვა:

სხვა სტატიები