სან ანტონიო საკრამენტოსთან დამარცხდა | სანდრომ 17 წუთი ითამაშა
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "საკრამენტო კინგსთან" 140:113 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 17:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა იულიან შამპანს ჰქონდა, დემარ დეროუზანმა 23 ქულა ჩააგდო, 22 ქულა ჰქონდა 3 კალათბურთელს: დომანტას საბონისს, რომელმაც 16 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, აღნიშნული რაოდენობის ქულა ჰქონდა მალიკ მონკს და დე'აარონ ფოქსს.
"სან ანტონიო სპურსი" 11 მოგებით და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 9 დეკემბერს "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.