სან ანტონიო ოკლაჰომასთან დამარცხდა - მამუკელაშვილმა 4 ქულა მოაგროვა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,ოკლაჰომა სიტი თანდერს'' უმასპინძლა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:140 დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში 5 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 4 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება შეძლო. სანდრომ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ვერ გამოიყენა.
,,სპურსს'' 24 ქულით, 12 მოხსნით, 4 პასით, 4 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა.
,,ოკლაჰომას'' რიგებში 32 ქულით, 10 ასისტით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა.
,,სან ანტონიო'' 8 მოგებითა და 36 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 27 იანვარს, ,,პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის'' წინააღმდეგ გამართავს.