Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტოს რიგებში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ტორონტო რაპტორსმა ბოსტონ სელტიკსი მიიღო და 96:112 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილი ტორონტოს ძირითად ხუთეულში აღმოჩნდა და მიცემული დროც შესანიშნავად გამოიყენა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე ნახევარი საათი გაატარა და ამ დროში 24 ქულა, 5 მოხნსა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ სანდროსთვის (ჩაგდებული ქულების თვალსაზრისით) ეს ტორონტოში ჩატარებული ყველაზე შედეგიანი მატჩია. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 22 ნოემბერს, ვაშინგტონ უიზარდსთან ჩაგდებული 23 ქულა იყო.

29 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ტორონტოს 17 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა. რაპტორსი მომავალ შეხვედრას ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები