სან ანტონიომ ინდიანა დაამარცხა | მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა
5 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთში კერძოდ კი პარიზში გაიმართა "სან ანტონიო სპურსმა" "ინდიანა პეისერსი" 110:140 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 11:17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (5-დან 3 ორქულიანი), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ყველაზე მეტი 30 ქულა ვიქტორ ვემბანიამამ ჩააგდო, ამასთან მას 11 მოხსნა ჰქონდა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, 25 ქულა დევინ ვასელმა მიითვალა.
Victoire des Spurs!@FrostBank | #sponsored pic.twitter.com/R8tRwKqN9W
— San Antonio Spurs (@spurs) January 23, 2025
"სან ანტონიო სპურსი" მომდევნო შეხვედრასაც პარიზში გამართავს და კვლავ "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება, მატჩი 25 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.
"სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 22 მარცხით მე-12 პოზიციას იკავებს.