სან ანტონიო მილუოკისთან დამარცხდა - მამუკელაშვილს მცირე დრო დაუთმეს
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსი'' შინ ,,მილუოკი ბაქსთან'' 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:125 დამარცხდა.
დღევანდელ მატჩში 3 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 2 ასისტის მოგროვება შეძლო.
,,სპურსს'' 34 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასითა და 1 ჩაჭრით დევინ ვასელმა ულიდერა. 27 ქულა, 9 მოხსნა, 5 დაფარება, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზე.
მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,მილუოკის'' ლიდერმა, იანის ანტეტოკუნპომ, რომელმაც 44 ქულას, 14 მოხსნას, 7 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
,,სან ანტონიო'' 5 მოგებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 7 იანვარს, ,,კლივლენდ კავალიერსის'' წინააღმდეგ გამართავს.
fought til' the end! 💪@FrostBank | #sponsored pic.twitter.com/kccipp8e4h
— San Antonio Spurs (@spurs) January 5, 2024