Belive

"მამუკელაშვილი უკეთეს დასაწყისს ვერ წარმოიდგენდა" - Toronto Star

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონი აქტიურ ფაზაში შედის - ფრენჩაიზებმა უკვე გამართეს მატჩები და გარკვეული კონტურებიც გამოიკვეთა. გამონაკლისი არც ტორონტო რეპტორსია, რომლის რიგებშიც სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა.

ტორონტომ როჯერს არენაზე დენვერს უმასპინძლა და 108:112 დამარცხდა. კანადური ფრენჩაიზის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და 23 წუთში 15 ქულის, 6 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტს Toronto Star ეხმაურება, რომელიც მამუს თამაშს დადებით შეფასებას აძლევს და აღნიშნავს, რომ მას ტორონტოს თამაშში ცვლილებების შეტანა შეუძლია.

ალბათ, მამუკელაშვილი უკეთესს დასაწყის ვერც ინატრებდა. დენვერთან პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგანი გადაცემა დააგროვა. ეპიზოდი, როდესაც მამუმ მეტოქის ბურთი ჩაჭრა, ნახევარი კორტი გაირბინა და ბურთი კალათში ჩატენა, მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ჰაილაითი იყო.

სანდრო მამუკელაშვილს იდეალური პირველი მატჩი ჰქონდა და თავიდანვე დაგვანახა, რომ ტორონტოს წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. - Toronto Star.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/26 წლების სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება. რეგულარული სეზონის ოფიციალურ სტარტამდე, ტორონტო პრე-სეზონზე 6 დაპირისპირებას გამართავს.

სხვა სტატიები