Belive

სან ანტონიო ლეიკერსთან დამარცხდა | მამუკელაშვილმა 6 წუთი ითამაშა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა "სან ანტონიო სპურსსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შორის შედგა, მატჩი 'ჰოლივუდელების' გამარჯვებით, 115:120 დასრულდა.

სან ანტონიოს შემადგენლობაში მხოლოდ 6 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმ თამაშის საჩვენებლად, რასაც სანდროსგან შეჩვეული ვართ. მამუკელაშვილს მხოლოდ 2 მოხსნა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, ლებრონ ჯეიმსი სამმაგ დუბლს აკეთებს, სან ანტონიოსთან 'მეფის' სტატისტიკა ასეთი იყო: 15 ქულა, 16 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ენტონი დევისი გახდა, ამერიკელმა ცენტრმა 40 ქულა და 12 პასი მოაგროვა. სან ანტონიოს შემადგენლობაში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახდა, ფრანგმა 28 ქულას, 14 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა, გუნდს 6 მოგება და 7 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები