ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს მოუგო | სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთამდე ითამაშა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლეიკერსმა NBA-ის რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრაში გოლდენ სტეიტ უორიორსს უმასპინძლა და 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:105 დაამარცხა.
მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 22 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მამუმ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ლეიკერსს 28 ქულით, 8 მოხსნით, 7 პასითა და 3 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა,
გოლდენ სტეიტის რიგებში 23 ქულით, 2 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 ასისტით სტეფ კარი გამოირჩა.
მამუკელაშვილის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 24 ოქტომბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართავს.