Belive

"სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში" - ზუროსი

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოთხთა ტურნირი “აკროპოლისის თასი” მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველო, თურქეთი, პოლონეთი და საბერძნეთი. 18 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ ასპარეზობდა და აღნიშნული შეხვედრა 80:67 დათმო. ეს ამ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის მეორე მარცხია. პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ 88:101 წავაგეთ. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ილიას ზუროსმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"საბერძნეთის ნაკრებმა უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენთვის სამწუხაროდ, იგივე პრობლემებს გადავაწყდით, რასაც წინა მატჩებში. განსაკუთრებით მესამე პერიოდში. მეორე ტაიმში გუნდურად ვერ ვითამაშეთ. მეორე მხრივ, ხაზი უნდა გავუსვა პირვლ ტაიმში კარგ გამოსვლას. ტემპსაც ვაკონტროლებდით, სწრაფადაც გავრბოდით, სივრცეებსაც კარგად ვიყენებდით. ყველაფერი კარგად იყო. მეტი სტაბილურობა გვჭირდება. ჩვენი უკანახაზელები მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ. ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. რაც შეეხება, აკროპოლისის თასზე მომდევნო მატჩს პოლონეთთან, ვიტყვი, რომ მოსამზადებელი თამაშია. მას ვიყენებთ გაუმჯობესებისთვის. გუნდის შეკვრა იოლი არ არის, მითუმეტეს, რომ გვყავს ახალი სახეები. როცა საკონტროლო მატჩებში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ და თამაშის დახვეწას ნაკლებ ყურადღებას უთმობ, ე.ი. არასწორი გზით მიდიხარ. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ერთი-ერთზე დაცვის გაუმჯობესება და შეტევაში ბურთის მეტად მოძრაობაა. ეს არის ჩვენი ორი მთავარი მიზანი პოლონეთთან მატჩის წინ“.
შეგახსენებთ, შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები “აკროპოლისის თასზე” პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრების დასკვნითი მატჩი, 19 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება. წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები