Belive

ილიას ზუროსი: "დღევანდელი ჩვენი თამაში იყო საშინელება..."

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

‘ევრობასკეტ2022’-ის ჯგუფური ეტაპის მეოთხე წრეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანეს მატჩში 12-ქულიანი სხვაობით, 80:92 დამარცხდა.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების მთავარი სპეციალისტის, ილიას ზუროსის მატჩისშემდგომ კომენტარს:

"მეტოქემ მოგება დაიმსახურა, დღეს ჩვენ მოედანზე ფაქტობრივად არ გამოვცხადდით. გახურებიდანვე ცხადი იყო, რომ ჩვენ სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თამაშზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ საშინელება ვიყავით.

თუ გინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, უპირველესყოვლისა უნდა ითამაშო კარგი დაცვა, დღევანდელი ჩვენი თამაში იყო საშინელება და ამის გამო ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს. ჯერ არ ვიცით, რამდენად გვექნება ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ბელგია ხვალ ჩვენთვის მოიგებს, რადგან ვიბრძოლოთ პლეი-ოფისთვის.

ბითაძე დღეს თავს კარგად გრძნობდა და ვეცადეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, მას გუნდურად ჰქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები.

ჩვენ შეჯიბრამდე თამაში ავაწყვეთ თოკოზე, თოკო დაიმტვრა. შემდეგ თამაში ავაწყვეთ ბითაძეზე და მანაც მიკრო ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თამაშში დაგვაკლდა. ძალიან რთულია ყოველ მატჩში ახალ-ახალი გუნდისთვის ტაქტიკების დახაზვა და შემდეგ გამარჯვება, რამაც დღეს ეს შედეგი მოიტანა.

კალათბურთი არის გუნდური სპორტი და მას სჭირდება ერთი და იგივე გუნდით დამუშავება და დახვეწა, იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღო".

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები