Belive

"ლიეტუვასთან თამაშის კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა" - ანატოლი ბოისა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 1 აგვისტოს, 20:30 საათზე, ლიეტუვასა და საქართველოს დაპირისპირება შედგება.

ამხანაგური მატჩის წინ, ნაკრები გუნდის მწვრთნელმა - ანატოლი ბოისამ აღნიშნა, რომ ლიეტუვასთან თამაშის კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და ასეთი მატჩების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ლიეტუვასთან თამაშის, ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა. მოსამზადებელ ეტაპზე, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს, ამხანაგურ მატჩებს ძალიან ხშირად ვეთამაშებით. ლიეტუვა ევროპისა და NBA-ის საუკეთესო გუნდებში მოთამაშე კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ლიეტუვა ყოველთვის ძალიან დიდი მიზნებისთვის იბრძვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო სანახავი იქნება, როგორ იმუშავებს ჩვენი ტაქტიკური მონახაზი დაცვაში და შეტევაში და როგორ გავართმევთ თავს. სამწუხაროდ დღევანდელ თამაშში გოგა ბითაძე ვერ მიიღებს მონაწილეობას. მან წინა თამაშზეც ლიმიტირებული დრო დაჰყო მოედანზე. სამაგიეროდ ახალგაზრდა მოთამაშეებს მოედანზე ყოფნისა და თავის გამოჩენის მეტი დრო მიეცემათ. - ანატოლი ბოისა

სხვა სტატიები