Belive

საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 ვაკანტური საგზურიდან ერთი გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

სწორედ ამ მატჩებისთვის სამზადისს იწყებს საქართველოს ნაკრები 1 ივნისიდან. შეკრება რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, მთლიანობაში კი ნაკრებში 23 კალათბურთელია გამოძახებული.

რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა); ოთარ ფხაკაძე (დელტა გურჯაანი); გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი); ლუკა მაზიაშვილი (კავკასია); დუდა სანაძე (ატომერომუ სე პაკსი); ჯოზეფ ტომასონი (მაკაბი თელ-ავივი); დავით კაკუშაძე (ს.კ ვსა); ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია);

კახა ჯინჭარაძე (ს.კ თსუ); ცოტნე ცარციძე (ჩრდ. დაკოტა); ალექსანდრე მერკვილაძე (ლოიოლა მერიმაუნტი); ოთარ ბულიავა (ბათუმი); ნიკოლოზ მეცხვარიშვილი (ლუიზიანა მონროუ); ალექსანდრე ფევაძე (ს.კ თსუ); თორნიკე შენგელია (ვირტუს ბოლონია); სანდრო მამუკელაშვილი (სან ანტონიო სპურსი); ბექა ბურჯანაძე (კორუნა); გიორგი კორსანტია (ქუთაისი);

ბექა ბექაური (ს.კ თსუ); გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი); გიორგი ტურძილაძე (დელტა გურჯაანი); გიორგი ბაქრაძე (ივერიონი); ილია ლონდარიძე (კავკასია).

ჩვენს ნაკრებში ერთი დანაკლისია: გიორგი შერმადინს ნეკნისა და ფილტვის ტრავმის გამო სეზონის ნაადრევად დასრულება მოუხდა, მკურნალობის პროცესშია და ჯერ გაურკვეველია, როდის შეძლებს ვარჯიშების განახლებას. ის ჩვენს ნაკრებს ლატვიაში ვერ დაეხმარება.

იტალიურ შეკრებაზე ლეგიონერებთან ერთად ნაკრებში ის მოთამაშეები იქნებიან, რომლებიც თბილისურ შეკრებაზე თავს გამოიჩენენ. ტრევიზოში წამსვლელ შემადგენლობას ალეკსანდარ ჯიკიჩი და მისი ასისტენტები – ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი თბილისური შეკრების ბოლოს, სავარაუდოდ, 9 ივნისს დაასახელებენ. 

სხვა სტატიები