ფილიპინებმა ლატვიას მოუგო - საქართველოს შანსები შემცირდა
8 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპის შეხვედრაში ფილიპინების ნაკრებმა მასპინძელ ლატვიასთან 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:80 იმარჯვა.
აზიელთა მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შანსები მკვეთრად შემცირდა.
იმისათვის, რომ ჯიკიჩის გუნდმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავოს, ამისთვის აუცილებელია, რომ ხვალ ფილიპინებთან მინიმუმ 19 ქულით მოიგოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს -9-ით დაასრულებს (ბურთების შეფარდება; საქართველომ გუშინ ლატვიასთან 28 ქულით წააგო) და -10 ექნება ჩვენს უშუალო მეტოქეს - ფილიპინებს.
არსებობს პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც, თუმცა ამისთვის საქართველომ ხვალ 48 ქულით უნდა გაიმარჯვოს.
საქართველოსა და ფილიპინების შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.