Belive

სან ანტონიომ ლეიკერსი დიდი სხვაობით დაამარცხა | სანდრომ 4 ქულა მიითვალა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 126:102 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 2:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო) ჩააგდო.

მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმა, რომელმაც ასევე ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო - 30 ქულა, 13 მოხსნა. 23-23 ქულა სამმა კალათბურთელმა სტეფონ კასტლმა, დევინ ვასელმა და ვიქტორ ვემბანიამამ მიითვალეს.

"სან ანტონიო სპურსი" 19 მოგებით და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 16 იანვარს "მემფის გრიზლისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები