ისტორიული მიღწევა: თორნიკე შენგელია ევროლიგის 4 000-ქულიანთა კლუბს შეუერთდა
ევროლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში დუბაიმ ანადოლუ ეფესი 80:75 დაამარცხა.
მატჩში 15:18 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რა დროის განმავლობაშიც მან 9 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მთავარი ამ შეხვედრაში ერთი გამორჩეული ფაქტი იყო: უფრო კონკრეტულად, თორნიკე შენგელია ევროლიგაში 4 000-ქულიანთა კლუბს შეუერთდა. ის მე-9 პოზიციაზე აქამდეც იყო, მაგრამ ამჯერად 4-ათასიანი ნიშნული გადალახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დუბაის კალათბურთელს 8 მოთამაშე უსწრებს:
მაიკ ჯეიმსი - 5 961 ქულა
ნანდო დე კოლო - 5 193 ქულა
ნიკოლა მიროტიჩი - 4 514 ქულა
ვასილის სპანულისი - 4 455 ქულა
კოსტას სლუკასი - 4 439 ქულა
იან ვესელი - 4 379 ქულა
სერხიო ლული - 4 355 ქულა
ხუან კარლოს ნავარო - 4 152 ქულა
თორნიკე შენგელია - 4 001 ქულა
საშა ვეზენკოვი - 3 939 ქულა
4,000 EUROLEAGUE POINTS AND COUNTING! 🔥🏀
— Dubai Basketball (@dubaibasket) November 17, 2026
Another incredible milestone for Toko! 👏🤍 pic.twitter.com/h4aqV8DBzu
დუბაი ევროლიგის ცხრილში 8 მოგებით და 4 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 19 ნოემბერს თელ ავივის მაკაბის წინააღმდეგ გამართავს.