Belive

საკალათბურთო ელ კლასიკო რეალის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ენდესას (Liga ACB) 23-ე ტურში ბარსელონა მადრიდის რეალს დაუპირისპირდა. საკალათბურთო ელ კლასიკო რეალის ტოტალური უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ კატალონიელთა მარცხით, 76:95 დასრულდა.

ბარსელონას ქართველმა ვარსკვლავმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ დროში 2 ქულის, 2 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

ბარსელონას 23 ტურის შემდეგ 15 მოგება და 8 მარცხი აქვს, რითიც სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე იმყოფება. კატალონიელები ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 29 მარტს, უნიკახას წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები