Belive

დუბაიმ რეალის შემდეგ ბარსელონასაც მოუგო

1 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-2 ტურში დუბაიმ ბარსელონას უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:87 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ, რომელიც მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, არასრულ 11 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თოკომ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 3 შეადგინა.

დუბაი, რომელსაც პირველ 2 ტურში 2 მოგება აქვს (რეალთან და ბარსელონასთან), მომავალ შეხვედრას პარასკევს, 2 ოქტომბერს, ფენერბაჰჩესთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები