Belive

საჩემპიონო სერიის პირველ მატჩში ვირტუსი მილანთან დამარცხდა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონის ვინაობა "ვირტუს ბოლონიასა" და "ოლიმპია მილანოს" შორის წყდება. პლეი ოფის ფინალის პირველი მატჩი ბოლონიაში ჩატარდა და მასპინძლებმა შეხვედრა ანგარიშით 75:86 დათმეს (ძირითადი დრო 68:68). ვირტუსმა განსაკუთრებით ცუდად მესამე მეოთხედი ჩაატარა, სადაც 14 ქულის სხვაობით დამარცხდა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა. დამატებით ხუთწუთეულში მილანმა აშკარა უპირატესობა მოიპოვა და სერიის პირველი თამაში თავის სასარგებლოდ დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და ვირტუსის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ქართველს 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. თორნიკემ 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი 40%-იანი სიზუსტით ისროდა - 10-დან 4.

სერიის მეორე მატჩი 8 ივნისს ჩატარდება და მასპინძელი ისევ ვირტუსი იქნება.

სხვა სტატიები