იანისი საქმეშია - საბერძნეთმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - დიმიტრის იტუდისმა, 22-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.
იტუდისის რჩეულთა შორის 22 კალათბურთელია, თუმცა, საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატზე 12 საუკეთესო იასპარეზებს. იანისთან ერთად, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მისი ორი ძმა - თანასისი და კოსტასიც მოხვდნენ.
შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორიცაა: ტაილერ დორსი, კოსტას სლუკასი და ნიკ კალატესი. აღსანიშნავია, რომ კალატესი 15 წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა განაცხადში.
საბერძნეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
ტომას ვალკაპი, დიმიტრის მორაიტისი, მიხალის ლუნცისი, დიმიტრის ფლიონისი, იანულის ლარენზაკისი, ლეფტერის ბოჰორიდესი, პანაგიოტის კალაიცაკისი, ვასილის ტოლიოპულოსი, კოსტას პაპანიკოლაუ, იოანის პაპაპეტროუ, ნიკოს როგავოპულოსი, იანის ანტეტოკუნმპო, თანასის ანტეტოკუნმპო, დინოს მიტოღლუ, დიმიტრის აგრავანისი, ნიკოს ჰუგაზი, ლეფტერი მანთცუკასი, გეორგიოს პაპაგიანისი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ვაგნელის ზუგრისი, გეორგიოს ცალბურისი, მანოს ჰაციდაკისი.
შეგახსენებთ, საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იასპარეზებს. ბერძნები იორდანიას, აშშ-სა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან.