Belive

ვასილის სპანულისი საბერძნეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ბერძენმა კალათბურთელმა - ვასილის სპანულისმა, საბერძნეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა და პირველადი კონტრაქტის საფუძველზე, იგი ნაკრებში 2025 წლის ჩათვლით დარჩება. 

41 წლის ყოფილმა კალათბურთელმა კარიერა 2021 წელს "ოლიმპიაკოსის" რიგებში დაასრულა, მას შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერას შეუდგა.

თავდაპირველად, სპანულისმა "ოლიმპიაკოსის" 18-წლამდელთა კლუბი ჩაიბარა, შემდეგ "პერისტერის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ახლა კი, იგი საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. საბერძნეთის ნაკრები მის სამწვრთნელო კარიერაში მესამე გუნდია. 

შეგახსენებთ, რომ ვასილის სპანულისი საბერძნეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მექულეა (5517 ქულა) და ბერძნული კალათბურთის ისტორიაში მეოთხე კალათბურთელია, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (500). 

ვასილის სპანულისი 2006-2007 წლებში NBA-შიც თამაშობდა და "ჰიუსტონ როკეტსის" ღირსებას იცავდა. 

სხვა სტატიები