რუდი გობერი NBA-ს წლის საუკეთესო დამცველად დასახელდა
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრი რუდი გობერი წლის საუკეთესო დამცველად დასახელდა. საუკეთესო დაცვითი მოთამაშის ჯილდოს მოგების შემდეგ, გობერი გახდა მესამე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც ეს ინდივიდუალური ტიტული 4-ჯერ მოიგო, ის ამ შედეგით შეუერთდა დიკემბე მუტომბოს და ბენ უოლასს. ფრანგ კალათბურთელს ჯილდო მოგებული აქვს 2020/21, 2018/19 და 2017/18 წლების სეზონში.
რუდი გობერი "ტიმბერვულვზის" ისტორიაში არის პირველი მოთამაშე რომელმაც საუკეთესო დაცვითი მოთამაშის ჯილდო მოიგო, რომელსაც ასევე ჰქვია ჰაკიმ ოლაჯუვონის თასი.
4x #KiaDPOY 🤯
— NBA (@NBA) May 7, 2024
Rudy Gobert joins an exclusive club with Dikembe Mutombo and Ben Wallace! pic.twitter.com/FaEWyzoBHw
გობერის შესანიშნავი დაცვითი თამაშის გათვალისწინებით, მინესოტას საუკეთესო დაცვითი რეიტინგი ჰქონდა ლიგაში, "ტიმბერვულვზვი" ყველაზე ნაკლებ ქულას უშვებდა მთელი რეგულარული სეზონის განმავლობაში.
ფრანგი კალათბურთელი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 14.0 ქულას (66.1%), 12.9 მოხსნას (რაც მეორეა ლიგაში) და 2.13 ბლოკს აგროვებდა.
დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში "მინესოტა ტიმბერვულვზი" "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ 2:0 იგებს.