Belive

სან ანტონიო მინესოტასთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილმა 14 წუთი ითამაშა

16 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 124:141 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 13:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ენტონი ედვარდსმა ჩააგდო, 22 ქულა ჰქონდა დე'აარონ ფოქსს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით და 36 მარცხით მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 11 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები