Belive

როგორ შეაფასეს მწვრთნელმა და გულშემატკივრებმა ბითაძის დებიუტი NBA-ში?

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის დებიუტი "ინდიანასა" და "მინესოტას" შორის გამართულ წინა სასეზონო მატჩში შედგა. შეხვედრა "მინესოტამ" 8-ქულიანი უპირატესობით დაასრულა, ანგარიშით - 111:119. გოგამ ინდიანას რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 24 წუთი და 19 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 4 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგას "ინდიანას" ოფიციალურმა Instagram გვერდმა პოსტიც მიუძღვნა სახელად - "ღამე, რომელიც არასოდეს დაავიწყდება".

 
View this post on Instagram
 

A night to remember for @gogabiitadze 🤩 . . 📷: @matt_kryger

A post shared by Indiana Pacers (@pacers) on

გოგას დებიუტს "პეისერსის" მწვრთნელი და გულშემატკივრებიც ეხმაურებიან. "გოგას თამაშით კმაყოფილი ვარ. მინესოტა საკმაოდ ძლიერი გუნდია და პირველ რიგში ჩემი კმაყოფილება ამაშია, რომ ბითაძემ საკუთარი თავი ასეთი გუნდის წინაშე მშვენივრად წარმოაჩინა - ეს მისთვის კარგი გამოცდილებაა", - განაცხადა "ინდიანას" მწვრთნელმა. გთავაზობთ გულშემატკივრების რამდენიმე კომენტარს: "გოგა ძალიან კარგი ადამიანია, მისი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ჩემმა შვილმა მას ავტოგრაფი სთხოვა, რაზეც ბითაძე უმალვე დასთანხმდა"  "ჯერ მხოლოდ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი გოგო იქნება თუ ბიჭი მას აუცილებლად გოგას დავარქმევ" "გოგამ ფენომენალური სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, ეს მხოლოდ ვარსკვლავების ხვედრია"  "იმედია ქართველი ცენტრი ერთგული აღმოჩნდება და ჩვენს გუნდს დიდი ხნის განმავლობაში გააძლიერებს"  ასეთი კომენტარებით გამოეხმაურნენ გოგა ბითაძეს. მომდენო შეხვედრას "ინდიანა" 24 ოქტომბერს საშინაო არენაზე "დეტროიტის" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მათთვის რეგულარული სეზონის პირველი შეხვედრა იქნება.

სხვა სტატიები