"ევრობასკეტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეც მეტი თავდაჯერებულობა შემემატა" - გოგა ბითაძე
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს ახალი სეზონი ახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ საქმეში ქართველი კალათბურთელებიც ჩაერთვებიან. დღეს ორლანდო მეჯიქისთვის მედიის დღე იყო, სადაც გოგა ბითაძემაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
ევრობასკეტზე...
ეს შესანიშნავი შეგრძნებაა, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისტორიაში ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 35 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ევროპულ კალათბურთში ვართ და ასეთ მაღალი დონის შეჯიბრებებში გამოვდივართ. შეიძლება 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა არც ისე შესანიშნავად ჟღერდეს საფრანგეთისთვის, რადგან მათ ყველაფერი მოიგეს, მაგრამ პატარა საქართველოსთვის უდიდესი რამ არის. თითოეულ კალათბურთელს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ნაკრებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, ეს მიღწევა კი მათ დაიმსახურეს. ეს ნამდვილად არ იყო პატარა მოვლენა, რადგან იცით, რომ მოსახლოება მხოლოდ 3.5 მილიონია?
ჩვენ დავამარცხეთ ესპანეთიც და საფრანგეთიც, ეს ნამდვილად არ იყო შემთხვევითობა, იქ მოსახვედრად ჩვენ ჯგუფში მნიშვნელოვანი და რთული გზა გავიარეთ. ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო ეს გამოცდილება, რადგან ვფიქრობ რომ ეს არის ის, რაც დამატებით თავდაჯერებულობას გმატებს, შესანიშნავი ზაფხული იყო ჩემთვის და მიხარია, ტურნირიდან ბევრი რამ მივიღე. - გოგა ბითაძე
ფორმაში ყოფნა...
კარგ ფორმაში ყოფნა მხოლოდ ვარჯიშით შეიძლება, დაახლოებით 3 კვირის წინ ვითამაშე და ეს როგორც ჩემი ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ძალიან კარგი იყო. ცხადია მოთამაშეს ზაფხულში დასვენება ყოველთვის უნდა, მაგრამ ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ბევრს ნიშნავს, რობოტები რა თქმა უნდა არ ვართ, მაგრამ ეს ევრობასკეტი ძალიან დამეხმარა. - გოგა ბითაძე
სამქულიანების სროლა...
წინა სეზონში ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, შეიძლება ასე არ ჩანდა, მაგრამ ეს ასე იყო, ძალიან ბევრს ვშრომობდი. ყველამ იცის, რომ კარგი მექანიზმი მაქვს, ყველამ კარგად იცის ვინც დეტალებს ჩაუღრმავდება და ვინც ჩემს ვარჯიშს დააკვირდება, რომ კარგი მსროლელი ვარ, ეს ევროპის ჩემპიონატზეც დავამტკიცე. ეს ასევე კარგად გამოჩნდა გასულ სეზონში. შემიძლია, რომ გუნდთან ერთად უდიდესი როლი მქონდეს და მათ თამაშების მოგებაში დავეხმარო. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ სამქულიანი არ ვისროლო, ამიტომ გუნდისგან მწვანე შუქი მაქვს. მინდა, რომ ყველა კომპონენტში უფრო გავუმჯობესდე და ამისთვის მე საკმარისი თავდაჯერებულობა მაქვს. - გოგა ბითაძე
NBA ევროპაზე...
ამ შემთხვევაში მე უფრო ახლოს ვიქნები ჩემს ქვეყანასთან, ასევე ყველა მოვა საქომაგოდ ვისაც შეეძლება, ჩემი ოჯახიც იქ იქნება. პირადად ჩემთვის ეს საოცარი იქნება, რომ NBA ევროპაში ჩავიდეს. როგორც ბერლინი, ასევე ლონდონი საოცარია, დროს კარგად ატარებ და თამაშობ კიდეც, ძალიან კარგი და სახალისო იქნება, რადგან ბევრი ევროპელი გვყავს და ქომაგებიც მრავლად იქნებიან. ეს ყველა ევროპელისთვის კარგი გამოცდილება იქნება, რადგან არ აქვთ თამაშების ყურების შესაძლებლობა. ბევრია ევროპაში ისეთი ადამიანი, ვინც NBA-ს არაერთ გუნდს გულშემატკივრობს, ეს თამაში ხალხს აერთიანებს. - გოგა ბითაძე
კომპონენტები, რომლებშიც თქვენს თამაშს გააუმჯობესებდით...
სეზონის განმავლობაში ყველაფერი გამოჩნდება, მთავარია, რომ თავდაჯარებულობა მაქვს და შემიძლია გუნდს მოგებაში დავეხმარო და ყველა ხედავს, რომ ამას ვაკეთებ კიდეც. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ გუნდისთვის მეტის გაკეთება შემიძლია, ვფიქრობ წინსვლა შემიძლია, რადგან ეროვნულ ნაკრებში კარგად ვითამაშე. როგორც უკვე ვთქვი, როგორც უკვე აღვნიშნე მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშეთ და თავდაჯერებულობაც სწორედ ამის გამო შემემატა. ყველას აქვს აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდი, მაგრამ როდესაც ერთიანი ხარ, დაუმარცხებლები სწორედ მაშინ გამოდიხართ, რადგან ერთი მიზანი გაერთიანებთ. წაგების შემთხვევაშიც ერთად ვართ, ვბრუნდებით და ერთმანეთს გულწრფელად ყველაფერს ვეუბნებით, რადგან მესამე წელია ერთი ოჯახი ვართ. გუნდში გვყავს ისეთები, ვინც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატს იგებენ, ამისთვის კი ისინი უზარმაზარ საქმეებს აკეთებენ, მეც მათ მსგავსად გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ. - გოგა ბითაძე
როგორ აისახა ეს წარმატება საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და არის თუ არა მოტივაციის მიმცემი..
ნამდვილად არიან ბიჭები და იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდებისთვის მოტივაცია იქნება. ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, ითამაშოთ NBA-ს ან ევროპის გუნდში და ეროვნული ნაკრებისთვის იასპარეზო, რადგან ეს ბევრს ნიშნავს როდესაც საუკეთესოებში ხვდები. ამ ამბებით თქვენი ქვეყანა ერთიანდება და შენც ამით ბედნიერი ხარ. საქმე მხოლოდ მედლებში არ არის, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს წარმატება მცირეოდენ მოტივაციას მისცემს ახალგაზრდებს საქართველოში, რადგან მანამდე მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი და ეროვნული გუნდის თამაში ჩემთვის მოტივაცია იყო, რომ ჩამეცვა ეს მაისური და მეთამაშა ჩემი ქვეყნისთვის, სწორედ ეს მინდა იყოს მოტივაციის წყარო ახალი თაობისთვის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმე მხოლოდ გამარჯვებაში არ არის, ეს წაგებასაც ეხება და აქედან უნდა ვისწავლოთ. - გოგა ბითაძე
ორლანდო მეჯიქი NBA-ს ახალ სეზონს 23 ოქტომბერს დაიწყებს, სადაც მაიამი ჰიტს დაუპირისპირდება. მანამდე მათ პრე-სეზონი ექნებათ და აქაც პირველივე შეხვედრაში მათი მეტოქე მაიამი ჰიტი იქნება, აღნიშნული შეხვედრა 5 ოქტომბერს დაიწყება.