Belive

რიკი რუბიო ბარსელონასთან ერთად ივარჯიშებს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რიკი რუბიო "ბარსელონას" ვარჯიშს უერთდება, მან კლუბს სთხოვა, რომ მათთან ერთად ევარჯიშა, რადგან გამოჯანმრთელების ბოლო ფაზაში შედის. რუბიომ თავის სოციალური გვერდის ექაუნთზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბარსელონას" გუნდთან ერთად ვარჯიშს სამშაბათს შეუერთდება. შეგახსენებთ, მან ცოტა ხნის წინ "კლივლენდს" შეატყობინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო NBA-დან წავიდა.

მინდა ყველას შეგატყობინოთ, რომ დროა შევიდე ჩემი გამოჯანმრთელების ბოლო ფაზაში.

რამდენიმე კვირაა ვთამაშობ. ჩემს გონებაზე და სხეულზე დიდ ხნიანი მუშაობის შემდეგ მთელი სურვილით და ძალით მინდა დავინახო თუ როგორ ვრეაგირებ ბურთთან.

ჩემი შემდეგი ნაბიჯი იყო, რომ მეკითხა "ბარსელონასთვის" იქნებ შემძლებოდა, რომ მათთან ერთად მევარჯიშა, ყოველგვარი ვალდებულების და სეზონური გეგმების შეწყვეტის გარეშე. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ დახმარებისთვის და ჩემი სიტუაციის გაგებისთვის.

და ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესის განმავლობაში თავისი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოხატა, ასევე მადლობა მათ, რომ პატივს სცემდნენ ჩემს კონფიდენციალურობას. - რიკი რუბიო

რიკი რუბიო ბლაუგრანაში 2009-დან 2011 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი NBA-ში წავიდა, სადაც დრაფტის მე-5 ნომრად აირჩიეს და 12 სეზონი ჩაატარა, ითამაშა "მინესოტა ტიმბერვულვზთან", "იუტა ჯაზთან", "ფინიქს სანსთან" და "კლივლენდ კავალიერსთან" ერთად. ახლა კი ისევ დაბრუნდა ესპანეთში და როჯერ გრიმაუს გუნდში აგრძელებს ვარჯიშებს. ესპანელი კალათბურთელი ოთხშაბათს "ვირტუსთან" გასამართ შეხვედრამდე ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.

ესპანელმა "ბარსელონასთან" ჩატარებულ 140 მატჩში 8 ტიტული მოიგო: ორი კატალონიის ლიგა, ორი სუპერ თასი, ორი მეფის თასი, ერთი ლიგა და ერთი ევროლიგა.

სხვა სტატიები