Belive

ოფიციალურად: რიკი რუბიო NBA-დან წავიდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

რიკი რუბიო ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო NBA-დან წავიდა, კალათბურთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

30 ივლისი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე იყო. გონება ცუდი ფიქრებისკენ მიდიოდა. ვიცოდი, რომ ამ მიმართულებით მივდიოდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ სიტუაციას ვერ გავაკონტროლებდი. შემდეგ დღეს, გადავწყვიტე, რომ დამემთავრებინა ჩემი პროფესიული კარიერა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა შესაფერისი დრო დადგება, სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რათა დავეხმარო სხვებს მსგავს სიტუაციებში. მსურს, რომ ეს არ გავასაჯაროვო, ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავის პატივისცემის გამო, რადგან ჯერ კიდევ ვმუშაობ ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ სიამაყით ვამბობ, რომ ყოველდღიურად ბევრად უკეთესად ვხდები.

მე მინდოდა, რომ გამომექვეყნებინა ეს პოსტი, რადგან დღეს ჩემი NBA-ის კარიერა დასრულდა.

ეს ყველაფერი 2009 წლის ივნისში დაიწყო , დრაფტის ღამეს, ნიუ-იორკში. რა საოცნებო იყო. მას შემდეგ, რაც ლიგაში 12 წელი ვითამაშე, მთელი თავისი აღმავლობით და ვარდნით, უამრავი კარგი მოგონება დამიგროვდა და შესანიშნავი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. მინესოტა, იუტა, ფენიქსი და კლივლენდი. გმადლობთ!

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩემი ბოლო სახლი, კლივლენდი. ვიცი, როგორც დასრულდა მოვლენები, ეს რთული იყო. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს წელი ასე განვითარდებოდა, მაგრამ თქვენ საოცარი ორგანიზაცია ხართ, კობისა (პრეზიდენტი) და ჯეი ბეი-ს (მთავარი მწვრთნელი) მონაწილეობით, რომლებიც ძალიან დიდი პატივისცემით და გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და კარიერას.

მადლობა ყველას სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის! - რიკი რუბიო

33 წლის ესპანელმა კალათბურთელმა კარიერა ევროპაში 2005 წელს "ხოვენტუტ ბადალონაში" დაიწყო, შემდეგ ბარსელონაში ასპარეზობდა. 2009 წელს NBA-ს დრაფტზე კი რიკი რუბიო პირველი რაუნდის მე-5 არჩევანი იყო, ის "მინესოტა ტიმბერვულვზმა" აირჩია. შემდეგ ითამაშა "იუტა ჯაზში", "ფინიქს სანსში" ისევ "მინესოტაში" და ბოლოს NBA-ს კარიერა "კლივლენდ კავალიერსში" დაასრულა.

რიკი რუბიო ნაკრებთან ერთად 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ევროპის ჩემპიონი ორჯერ 2009, 2011 წლებში, ასევე აქვს 2 ბრინჯაოს მედალი ევროპის პირველობაზე, ხოლო ოლიმპიურ თამაშებში ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

სხვა სტატიები