Belive

რეკორდი ევროლიგაში | ჰეის-დევისმა ერთ მატჩში 50 ქულა ჩააგდო

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაიჯელ ჰეის-დევისმა სპექტაკლი დადგა და ისტორიას დაუტოვა. "ფენერბაჰჩეს" მოთამაშე გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ევროლიგის არსებობის (2000 წელი) შემდეგ, თამაშში 50 ქულას მიაღწია. ჰეის-დევისმა შეინ ლარკინის რეკორდი გააუმჯობესა, ლარკინმა 2019 წლის დეკემბერში, "ბაიერნის" წინააღმდეგ 49 ქულის აღება შეძლო.

ფენერბაჰჩემ "ალბა ბერლინი" 103-68 დაამარცხა, ამერიკელმა მალევე დაიწყო თავისი რეკორდთან მიახლოება. პირველ მეოთხედში მან 18 ქულა მოაგროვა. ბოლო მეოთხედში ჰეის-დევისს 14 ქულა სჭირდებოდა რეკორდის დამყარებამდე, (თურქი გულშემატკივრების წყალობით, იასკევიჩიუსს სთხოვეს, პარკეტზე დაეტოვებინა) მან ამის გაკეთება შეძლო.

მე ჩავწერე ჩემს წიგნაკში, რომ მსურდა თამაშში ქულების რეკორდი მომეხსნა, მთელი დამსახურება ჩემს თანაგუნდელებს ენიჭებათ, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო გასწიეს - თქვა ჰეის-დევისმა გამარჯვების შემდეგ

ფენერბაჰჩეს მოთამაშემ 50 ქულა თამაშის 30 წუთში ჩააგდო, 11-დან 9 ორქულიანით, 16-დან 9 სამიანით და 7-დან 5 ზუსტი საჯარიმოთი, მან შეხვედრა +39 რეიტინგით დაასრულა.

სხვა სტატიები