Belive

მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანუჩარ მარკოიშვილი ვასილის სპანულისმა ჩაანაცვლა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო კლუბმა ,,მონაკომ'' მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც გუნდიდან საშა ობრადოვიჩის წასვლის შემდეგ დროებით მწვრთნელად დაინიშნა, ვასილის სპანულისით ჩაანაცვლა.

ბერძენმა სპეციალისტმა ,,მონაკოსთან'' 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სპანულისი პარალელურად საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელადაც რჩება.

,,მონაკომ'' მანუჩარ მარკოიშვილის ხელმძღვანელობით ერთი შეხვედრა ჩაატარა - გუნდმა ევროლიგის მატჩში ,,ლიონს'' 103:92 მოუგო.

ევროლიგის 11 ტურის შემდეგ, ,,მონაკო'' 7 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა, საფრანგეთის ჩემპიონატში კი მე-5 ადგილს იკავებს.