რა გზის გავლა მოუწევს საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად?
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ესპანეთი, A პრე-საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა) და D პრე-საკვალიფიკაციო ეტაპის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია) იქნებიან.
იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი A ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდება, ასპარეზობას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც B ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს გაეჯიბრება.
B ჯგუფი:
საბერძნეთი
მონტენეგრო
პორტუგალია
ჩრდ/მაკედონია, რუმინეთი ან უნგრეთი
იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმოს, საჭიროა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ტოპ სამეულში მოხვდეს.
ანალოგიური გზა გაიარა ეროვნულმა გუნდმა წინა შესარჩევ ეტაპზე, სადაც პირველ რაუნდში მე-2 ადგილი დაიკავა, მეორეში კი - მე-3.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც კატარი მასპინძლობს, 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი დასძლია და საბოლოოდ ასპარეზობა მე-16 პოზიციაზე დაასრულა.