Belive

პოლ პირსი: ,,სან ანტონიოსა და დეტროიტს 20 ქულას ახლაც ჩავუგდებდი''

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ბოსტონ სელტიქსის'' ლეგენდამ, პოლ პირსმა, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაასრულა, განაცხადა, რომ დღევანდელი ,,სან ანტონიო სპურსისა'' და ,,დეტროიტ პისტონსის'' წინააღმდეგ 20 ქულას ახლაც მოაგროვებდა:

,,ამ გუნდების წინააღმდეგ 20 ქულას მოვაგროვებდი... თითქოს, მათი დაცვა არც არსებობს. ვფიცავ, ყველა გუნდი, რომელიც მათ უყურებს, ფიქრობს, რომ ცუდი სერია დასრულდება, რადგან თუ ზედიზედ რამდენიმე მატჩი წააგე, ეთამაშე დეტროიტს და მოგება გარანტირებულია.

ცუდ ფორმაში რომ ვიყო, სან ანტონიოსთან ან პისტონსთან დაპირისპირებას მოუთმენლად დაველოდებოდი. არ მჭირდება კარგ კონდიციებში ყოფნა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებმაც ზედიზედ 20 თამაში წააგეს.'' - პოლ პირსი

,,სან ანტონიო'' და ,,დეტროიტი'' NBA-ის რეგულარული სეზონის ყველაზე სუსტი გუნდებია - ,,სპურსი'' 4 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზეა, ,,პისტონსი'' კი 2 გამარჯვებითა და 25 წაგებით, ასევე მე-15 პოზიციას იკავებს (დეტროიტს ზედიზედ 24 მატჩი აქვს წაგებული).

სხვა სტატიები