პლეი-ოფის მატჩები ძალიან საინტერესო ფაზაში შედის | ნიქსმა და დენვერმა მოიგეს
NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის 2 თამაში გაიმართა. "ნიუ იორკ ნიქსმა" "ბოსტონ სელტიკსი" ოვერტაიმში 105:108 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მატჩში ყველაზე მეტი თანაბრად 29-29 ქულა ოჯეი ანუნობის და ჯეილენ ბრანსონს ჰქონდათ. 23-23 ქულა ჩააგდეს ჯეილენ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა.
აღნიშნულ წყვილს შორის მომდევნო შეხვედრა 8 მაისს გაიმართება.
პლეი-ოფის მე-2 შეხვედრაში "დენვერ ნაგეთსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერი" ბოლო წამზე აარონ გორდონის ჩაგდებული GAME WINNER-ით 119:121 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ორმაგ დუბლთან ერთად ნიკოლა იოკიჩს ჰქონდა, სერბმა ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა, მან 42 წუთში 42 ქულა ჩააგდო და 22 მოხსნა მიითვალა, ორმაგი დუბლით კიდევ გამოირჩნენ სხვა კალათბურთელები შაი გილჯეს-ალექსანდერს 33 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა, ხოლო აარონ გორდონს 22 ქულა და 14 მოხსნა.
გუნდებს შორის მომდევნო დაპირისპირება 8 მაისს გაიმართება.