Belive

მოგება 30 ქულით | ოკლაჰომა NBA-ის სუპერფინალშია

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში ოკლაჰომა სითი თანდერმა მინესოტა ტიმბერვულვზი 30-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:94 დაამარცხა, სერია 4:1 დახურა და 2012 წლის შემდეგ სუპერფინალში პირველად გავიდა.

მარკ დეინოს გუნდს ტრადიციულად შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულას, 8 შედეგიან გადაცემას, 7 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება იყო ჩეტ ჰოლმგრენის ანგარიშზე.

მინესოტას რიგებში 24 ქულით, 5 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით ჯულიუს რენდლი გამოირჩა.

ოკლაჰომას მეტოქე სუპერფინალურ დაპირისპირებაში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ინდიანასა და ნიუ იორკს შორის ირკვევა, სადაც ამ მომენტისთვის პეისერსი 3:1-ს იგებს.

სხვა სტატიები