იოკიჩი გააგიჟეს - სერბმა სამმაგი შეასრულა და იჩხუბა კიდეც
12 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, მოქმედი ჩემპიონი ოკლაჰომა დენვერს მასპინძლობდა - ოკლაჰომამ შეხვედრა ოვერტაიმის შემდეგ, 127:121 მოიგო, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია სტუმართა ცენტრის, ნიკოლა იოკიჩის თამაში - სერბმა სამმაგი დუბლი შეასრულა (23 ქულა, 17 მოხსნა, 14 გადაცემა).
ყველაფერთან ერთად, ნიკოლა იოკიჩმა ჩხუბიც მოასწრო - მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, მასპინძელთა კალათბურთელმა, ლუ დორტმა იოკიჩი არასათამაშო სიტუაციაში წააქცია. ამას იოკიჩის გაღიზიანება მოჰყვა და სერბი ყველას დაუპირისპირდა, ვინც მის წინ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დორტის იოკიჩთან კონტაქტი 'არასაჭირო' იყო და ის გააძევეს.