Belive

პირველი მატჩი ახალგაზრდულ ევროლიგაზე - ზაზა ფაჩულიას აკადემია ბარსელონას შეხვდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
„ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელიც 25 მარტიდან ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე იღებს მონაწილეობას, რაც უდიდესი წარმატება და პატივია, როგორც ზაზა ფაჩულიას აკადემიისთვის, აგრეთვე ქართული კალათბურთისა და ზოგადად ქვეყნისთვის. „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ ახალგაზრდული ევროლიგის პირველ მატჩში "ბარსელონას" დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ მატჩში 14 ქულით, 64:78 დამარცხდა. მეორე მატჩს ქართველი კალათბურთელები დღესვე, 25 მარტს, 20:30 საათზე თელ ავივის "მაკაბის" წინააღმდეგ გამართავენ. 26 მარტს კი, "ზაზა ფაჩულიას აკადემია" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები