Belive

ჯა მორანტი 25 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

Instagram-ის პირდაპირ ეთერში გამოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამო, ჯა მორანტი NBA-მ 25 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნული ინციდენტი 13 მაისს მოხდა და ლიგამ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯა მორანტმა პირობა დადო მსგავს ქმედებეში არასდროს იქნებოდა შემჩნეული, კალათბურთლმა იგივე მაინც გაიმეორა. NBA-მ დაადგინა, რომ ჯამ ცეცხლსასროლი იარაღი პირდაპირ ეთერში განზრახ გამოაჩინა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ, ჯა მორანტი გუნდმა დასაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სპორტსმენს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯა მსგავს ინციდენტში გაეხვა. პირველ ჯერზე მორანტი გუნდმა დააჯარიმა და მას $669,000-ის გადახდა მოუწია.

სხვა სტატიები