Belive

აშშ კვლავ ლიდერია, სერბეთი მეორეზე - FIBA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, FIBA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

მსოფლიოს ათეულში კი დიდი ცვლილებებია - ლიდერი უცვლელია, აშშ-ს ნაკრები მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს.

  • მეორე პოზიციაზე სერბეთის ნაკრებია, რომლებიც მეოთხე პოზიციიდან დაწინაურდნენ.

  • მესამე პოზიციაზე დარჩა გერმანიის ნაკრები

  • მსოფლიო რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მეოთხე პოზიციას იკავებს საფრანგეთის ნაკრები

  • 2 პოზიციით წინ აიწია კანადის ნაკრებმა და მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა

  • მეორე პოზიცია დაკარგა ესპანეთის ნაკრებმა და მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაქვეითდა, შესაბამისად, განახლებულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს.

  • მსოფლიო რეიტინგში ასევე 2 პოზიცია დაკარგა ავსტრალიის ნაკრებმაც და ახლა მე-7 პოზიციას იკავებენ.

  • მერვე ადგილზე დარჩა არგენტინის ნაკრები

  • მეექვსედან მეცხრე ადგილზე დაქვეითდა ლატვია.

  • TOP 10-ეულს კი ლიეტუვის ნაკრები ხურავს.

განახლებული რეიტინგი

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განახლებულ რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდა საქართველოს ნაკრები. ჩვენს ანგარიშზე 468.3 სარეიტინგო ქულაა.

სხვა სტატიები