Belive

პირველად ისტორიაში - ეფესმა ბარსელონას მოუგო და ევროლიგის ჩემპიონი გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონი ,,ანადოლუ ეფესის'' გამარჯვებით დასრულდა. თურქულმა გუნდმა ფინალში კატალონიის ,,ბარსელონა'' 5-ქულიანი სხვოაბით, ანგარიშით 86-81 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. ,,ეფესს'' 25 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 მოხსნითა და 3 ჩაჭრით ვასილიე მიციჩმა ულიდერა. 21 ქულა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 მოხსნა იყო შეინ ლარკინის ანგარიშზე. ,,ბარსელონას'' შემადგენლობაში საუკეთესო კორი ჰიგინსი იყო, რომელმაც 30 წუთში 23 ქულას, 2 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 პასს მოუყარა თავი. ,,ოთხთა ფინალის'' MVP ვასილიე მიციჩი გახდა, რომელმაც დღევანდელი შეხვედრის მსგავსად, ნახევარფინალურ მატჩშიც 25 ქულის მოგროვება შეძლო. ევროლიგის დასრულებულ სეზონში მესამე ადგილი ,,მილანმა'' დაიკავა, მე-4 პოზიციაზე კი მოსკოვის ,,ცსკა'' გავიდა.



 

სხვა სტატიები