Belive

პირველად 1963 წლის შემდეგ | შაიმ უილტ ჩემბერლენის მიღწევა გაიმეორა

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ოკლაჰომა სითი თანდერმა დენვერ ნაგეტსი მიიღო და მეტოქე 129:126 დაამარცხა. აქ შედეგზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოიგეს მასპინძლებმა ეს მატჩი - მოქმედმა MVP-მ (რეგულარულის საუკეთესო კალათბურთელმა), შაი გილჯეს-ალექსანდერმა დაამტკიცა ის, თუ რატომ აქვს ეს სტატუსი.

პარკეტზე ერთმანეთის პირისპირ სწორედ ბოლო ორი წლის საუკეთესო მოთამაშეები იდგნენ: შაი და ნიკოლა იოკიჩი (MVP-2024 წელს). მატჩის ბოლო 40 წამი ამ ორმა 'ტიტანმა' ერთი ერთზე ითამაშა (როგორც კლასიკურ NBA-ის მატჩს შეეფერება) და ამ 40 წამში ბევრი საოცრებაც ჩაეტია. საბოლოოდ, მატჩი შაის სამქულიანმა დაასრულა.

ამ მატჩით, 27 წლის კანადელმა კალათბურთელმა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა, კერძოდ - შაიმ 20+ ქულა ზედიზედ 126 მატჩში ჩააგდო და უილტ ჩემბერლენის მიერ 1963 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

სხვა სტატიები