ბითაძის 4 ქულა და 5 მოხსნა - ორლანდო ფინიქსთან დამარცხდა
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ფინიქსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში ორლანდოს დაუპირისპირდა და 117:104 გაიმარჯვა.
ფინიქსს დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა, 1 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორლანდოს შემადგენლობაში, ვენდელ კარტერმა 27 ქულა, 13 მოხსნა და 2 ასისტი გაიფორმა, ხოლო ფრანც ვაგნერმა 15 ქულით, 8 მოხსნითა და 15 ასისტით დაასრულა მატჩი.
გოგა ბითაძეს ამჯერადაც მცირე სათამაშო დრო მიეცა - ორლანდოს ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 8:19 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულისა და 5 მოხსნის დაგროვება შეძლო.
NBA-ის რეგულარული სეზონის 8 ტურის შემდეგ, ორლანდო 2 მოგებითა და 6 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება.