გოგა ბითაძის 6 ქულა ინდიანასთან | ორლანდო დამარცხდა
15 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, საკუთარ არენაზე, ინდიანა პეისერსი მიიღო და 126:128 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ინდიანას რიგებში 2019-დან 2023 წლამდე ირიცხებოდა, ასე რომ, მას დაპირისპირება ყოფილი კლუბის წინააღმდეგ უწევდა.
გოგამ 20 წუთი მიიღო - დააგროვა 6 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს მხოლოდ 3-ჯერ შეუტია და ერთხელ აღმოჩნდა ზუსტი. გოგამ 6-დან 4 საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო. ორლანდოს რიგებში ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო იყო - 39 ქულით.
ორლანდო 38 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, სტუმრად, კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.