,,პატრიოტი შენგელია - 3 თამაში 72 საათში'' - Marca საქართველოს ნაკრების კაპიტანზე წერს
,,თორნიკე შენგელიას ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ყველაფერი არ გაიღო,'' - წერს ესპანური გამოცემა - მარკა.
საქმე ისაა, რომ ამ კვირაში ეროვნული გუნდის კაპიტანი 72 საათში, სამ სხვადასხვა ქვეყანაში, სამ მატჩს ჩაატარებს - 23 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს, 24-ში იტალიაში დაბრუნდება, სადაც ,,ბასკონიასთან'' ევროლიგის შეხვედრა ელის, 26-ში კი თბილისში ისლანდიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
,,ეს მისი კლუბისა და ქვეყნისადმი გამორჩეული ერთგულებაა, მაგრამ, ასევე, უნდა აღვნიშნოთ არამდგრადი კალენდარი, რომელიც მოთამაშეებს ხშირად არჩევნის გაკეთებას აიძულებს. მაგრამ, საქართველოს კაპიტანმა ყველა მატჩში თამაში აირჩია, ეს მის ორივე გუნდს სჭირდება. ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ორი ტურის შეხვედრები უნდა მოიგოს, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს, ,,ვირტუსს'' კი, თავის მხრივ, ევროლიგის პლეი-ოფში მოხვედრა უჭირს.
ეს შენგელიას მხრიდან პატრიოტიზმის პირველი გამოვლინება არ არის. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან მოსკოვის ,,ცსკა'' დატოვა და განაცხადა, რომ რუსელი არმიის კლუბში თამაშს ვერ გააგრძელებდა.
2020 წელს ,,ცსკა-ში'' მისმა გადასვლამ საქართველოში დიდი ხმაური გამოიწვია. პატრიოტიზმის ნიშნად, შენგელიამ კონტრაქტში შეიტანა პუნქტი, რომელიც საშუალებას მისცემდა, სანაკრებო პაუზის დროს, ეროვნულ გუნდს დახმარებოდა,'' - წერია მარკას სტატიაში.